ალპებში ავიაკასტროფის დროს დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 16 მოსწავლეა

საფრანგეთში ავიაკატასტროფის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, 16 მოსწავლე და ორი მასწავლებელი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ავიაკომპანია “ჯერმანვინგის” პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც დღეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ფრენის წინ ტექნიკოსებმა შეამოწმეს და ის გამართული იყო. რაც შეეხება თავად კაპიტანს, მას “ჯერმანვინგსა” და “ლუფთჰანზაში” მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის გერმანელები, ესპანელები და თურქები იყვნენ. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები