კიევთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდას 2 ადამიანი ემსხვერპლა

კიევთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი “მი-24” ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტს სამხედრო პროკურატურა იძიებს. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც პოლტავსკის ოლქიდან ჟიტომირსკის ოლქისკენ მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები