ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე გერმანიის, ესპანეთისა და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ (ვიდეო)

საფრანგეთში დღეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე გერმანიის, ესპანეთისა და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. კატასტროფა მაღალმთიან რაიონში მოხდა, რის გამოც მაშველებს შემთხვევის ადგილას მისვლა უჭირთ. ავიაკატასტროფის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკვე შეხვდა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და ესპანეთის მეფეს ფილიპე მეშვიდეს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 10.20 – ზე მოხდა. ლაინერი ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა. მის ბორტზე 148 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები