რუსეთის „ლაიფნიუსის“ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები „ლაიფნიუსის“ რედაქციაში ჩხრეკას ატარებენ. გამომძიებლები კომპანიის საბუთების ამოღებას აწარმოებენ. ისინი ასევე რედაქციის სერვერის წაღებას გეგმავენ.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოძიებო კომიტეტი ორგანიზაცია „სოპროტივლენიეს“ თხოვნით მოქმედებს, რომელმაც გამომძიებლებს არხის ვებგვერდზე განთავსებულ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ ინფორმაცია შეატყობინა.