უკრაინა რუსულ ბუნებრივ აირზე უარს ამბობს
1 აპრილიდან უკრაინა რუსულ ბუნებრივ აირზე უარს იტყვის. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკისა და ნახშირის მრეწველობის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე რუსული გაზის ყიდვის აუცილებლობა არ არსებობს. მისი შეძენა ევროპული ბუნებრივი აირის ფასზე უფრო ძვირად კი აზრს მოკლებულია“, – განაცხადა დემჩიშინმა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა არ გამორიცხა, რომ უკრაინას შეიძლება გაზი შეღავათიან ფასში მიაწოდონ.