ჩრდილოეთ კაროლინაში სამი მუშა დაიღუპა
აშშ-ს ქალაქ როლიში ერთ-ერთი საოფისე შენობის მშენებლობის ადგილზე ხარაჩოების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იტყობინება. კიდევ ერთი მუშა დაშავებულია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ როლიში მშენებარე Charter Square-ის მეთერთმეტე სართულზე მოხდა. ამ შენობის გახსნა მაისისთვის იგეგმება.