ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 13 ადამიანი მოკლეს
ავღანეთის პროვინცია ვარდაკში შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსს და ორ მსუბუქ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ინციდენტი ქაბული – ყანდაღარის გზაზე მოხდა. თავდასხვა დღეს დილით განხორციელდა. მასზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.