საფრანგეთში ავიაკატასტროფას 148 ადამიანი ემსხვერპლა
ბარსელონა – დიუსელდორფის რეისის – „Airbus 320“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი ემსხვერპლა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კატასტროფა დღეს შუადღით, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
ცნობილია ასევე, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ლაინერიდან უბედურების სიგნალი გააგზავნეს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ავიაკომპანია German Wings-ს ეკუთვნის, რომელიც კომპანია Lufthansa-ში შედის.