უკრაინელი დეპუტატები ფაშიზმზე გამარჯვების დღის გაუქმების ინიცატივით გამოდიან
უკრაინელი დეპუტატები აპირებენ, მაგალითი ევროპისგან აიღონ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს – 8 მაისს აღნიშნავენ. ევროპაში გამარჯვების დღის ნაცვლად ხსოვნის და შერიგების დღე აღინიშნება. შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადაშია რეგისტრირებული.
„როგორც დაგპირდით, გუშინ შევიტანე კანონპროექტი ე.წ. გამარჯვების დღის გაუქმებისა და მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლის ხსოვნის დღის შემოღების თაობაზე, რომელიც 8 მაისს უნდა აღინიშნოს“, – დაწერა ფეისბუქის საკუთრ გვერდზე უმაღლესი რადას დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ე.წ მამულის დამცველის დღე გაუქმდა, რომელიც 23 თებერვალს აღინიშნებოდა და მის ნაცვლად 14 ოქტომბერს უკრაინის დამცველის დღე აღინიშნება.