ყარაბაღში ჟურნალისტია დაპატიმრებული

ყარაბაღში დამოუკიდებელი გაზეთის „მესამე ძალას“ რედაქცია დაარბიეს, ხოლო მისი მთავარი რედაქტორი ვაგრამ აგაჯანიანი დაპატიმრებულია. მას ყარაბაღის რეჟიმის წინააღმდეგ ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული ვებგვერდი: haqqin.az ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაპატიმრება აგაჯანიანის გაზეთში სტატიის გამოქვეყნებას მოყვა სახელწოდებით: „უბრალო მოქალაქეებისთვის ბიუჯეტში ფული არ არის“. ჟურნალისტს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით ის პირობითი სასჯელით შეცვალეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ყარაბაღელი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეწყვეტილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები