ფეისბუქი საკუთარ გვერდზე უმსხვილესი მედიაორგანიზაციების კონტენტების განთავსებას აპირებს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუქი საკუთარ გვერდზე მედიაორგანიზაციების კონტენტების განთავსებას აპირებს. ამაზე სტატიას ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აქვეყნებს. გაზეთის რედაქციაში იმედოვნებენ, რომ გამომცემლობის მასალები პირდაპის ფეისბუქის გვერდზე განთავსდება ისე, რომ მომხარებელს სხვა ვებგვერდზე გადასვლა არ დასჭირდეს. იგივე საკითხზე ფეისბუქი ასევე მოლაპარაკებას აწარმოებს BuzzFeed-თან და National Geographic-თან. მოლაპარაკება კონფიდენციალურად მიმდინარეობს და სოციალური ქსელის გვერდებზე კონტენტის ინტეგრაციის ტექნიკური დეტალები არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ამ სისტემის ტესტირება რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები