პუტინი 26 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიაში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხუთშაბათს უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიაში მონაწილეობას მიიღებს. პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიმდინარე კვირას „კოლეგიების კვირას“ უწოდებს. პუტინი დღეს მონაწილეობას მიიღებს გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომაში. ასევე პესკოვის განცხადებით, ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტი კვლავ არაფორმალურ შეხვედრებს გამართავს. უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) კოლეგიის სხდომა ორი კვირის წინ იყო დაანონსებული, მაგრამ ვლადიმერ პუტინის გაუჩინარების გამო ის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები