სვერდლოვსკში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სვერდლოვსკში უკრაინის მოაქალაქე დააკავა, რომელიც რუსული საწარმოების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვებაში არის ეჭვმიტანილი. რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, პირი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, კონსტრუქტორულ და ტექნოლოგიურ დოკუმენტაციას კერ კიდევ 2014 წლიდან აგროვებდა. ის ენერგეტიკული დანადგარების მუშაობის შესახებ მასალების შეგროვების დროს დააკავეს. უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – „კომერციული, საბანკო ან საგადასახადო ინფორმაციის უკანანო მოპოვება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები