ოთარ დანელია მთავრობის გადაყენების საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის გადაყენების სურვილს სერიოზულად არ აღიქვამს.
“ამას, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვუყურებ და სერიოზულ კომენტარს ამ თემაზე, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ. აქ არის ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლა, როდესაც ოპოზიციას აქვს უფრო მეტი საკომუნიკაციო საშუალებები, ვიდრე მთავრობას. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა გამოვასწოროთ, რომ საზოგადოებასთან კიდევ უფრო კარგი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს არის ალბათ ის, რაზეც უნდა დღევანდელმა გუნდმა იმუშაოს”, – განაცხადა დანელიამ.