აშშ-ს კონგრესი ბარაკ ობამასგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს
აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკრაინაში იარაღის მიწოდების დაწყებას მოუწოდებს. გარდა ამისა, დონბასის კონფლიქტში კონგრესმენებმა რუსეთი დაადანაშაულეს. კონგრესის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამ ეტაპზე თეთრი სახლი კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების დაწყებისგან თავს იკავებს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დიპლომატიურად, მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.