ამერიკელებმა ელექტროთვითმფრინავი გამოსცადეს

აშშ-ში, პოინტ-მუგუს სამხედრო ბაზაზე ამერიკელმა გამომგონებლებმა წარმატებით გამოსცადეს ელექტროთვითმფრინავი. კომპანია Electronic Warfare Systems-ის მიერ გამოშვებულმა თვითმფრინავმა სამი საათის განმავლობაში იფრინა. საავიაციო საწვავის ნაცვლად ახალი პროტოტიპი მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს. მას თვითმფრინავს ფიუზელიაჟის ქვეშ დამაგრებული სპეციალური დანადგარი აწვდის. გარდა ამისა, თვითმფრინავში ინოვაციური ტექნოლოგიებია გამოყენებული, რის შედეგად ის რადარებზე პრაქტიკულად არ ჩანს. მომავალში აშშ-ს ხელისუფლება ამ მოდელის სერიულ წარმოებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები