ვლადიმერ პუტინმა კრემლის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განახორციელა
რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ ადმინისტრაციაში ორი წამყვანი ფიგურა სამსახურიდან გაათავისუფლა. პუტინის განკარგულებით, ოლეგ მოროზოვმა პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მოროზოვი მისმა მოადგილემ ტატიანა ვორონინამ შეცვალა. როგორც მოროზოვმა გაზეთ „კომერსანტს“ განუცხადა, ის სამსახურიდან ოჯახური მდგომარეობის გამო წავიდა. უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრს ჩაუდგება სათავეში. ასევე, პუტინის ბრძანებით, გადაყენებულია სერგეი ბოლხოვიტინი, რომელიც პრეზიდენტის საგარეო თანამშრომლობის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.