დნესტრისპირეთის შემდეგ მოსკოვი მოლდოვას კიდევ ერთ რეგიონს „უმიზნებს“
გაგაუზიის მოლდოვას რესპუბლიკის არჩევნებში მოსკოვის მხარდაჭერის მქონე კანდიდატი იმარჯვებს. რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიის მეთაურის არჩევნების შედეგები შეაჯამა. ამ შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა ირინა ვლახმა, მან ამომრჩეველთა 53% მიიღო.
ვლახის კანდიდატურას მხარს აქტიურად უჭერდნენ მოსკოვში. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხშირად ჩადიოდნენ სტუმრები მოსკოვიდან, მათ შორის დუმის დეპუტატები; ირინა როდნინა, ელენა დრაპეკო და ნიკოლაი ვალუევი.
2014 წელს გაგაუზიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც რესპუბლიკის მოსახლეობას ევროკავშირს და საბაჟო კავშირს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ამ რეფერენდუმის მიხედვით, საბაჟო კავშირს მხარი 98-მა პროცენტმა დაუჭირა და მხოლოდ 3-მა პროცენტმა გამოხატა ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის ჩატარება რუსმა ოლიგარქმა, იური იაკუბოვმა დააფინანსა, რომელიც წარმოშობით გაგაუზიიდან არის. იაკუბოვი ირინა ვლახის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა. გაგაუზიასა და მოლდოვას შორის 1994 წლიდან ხელშეკრულება მოქმედებს, რომლის მიხედვით გაგაუზია მოლდოვას შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შედის.