ყურანის დაწვაში დადანაშაულებული ქალი ავღანეთში ჩაქოლეს (ვიდეო)

 ქაბულში  ფსიქიკურად დაავადებულ ქალს ასობით ადამიანი თავს დაესხა. მას ყურანის დაწვაში დასდეს ბრალი. ქალს სახელად ფარხუნდას ფეხები, ქვები, და ჯოხები იქამდე ურტყეს, ვიდრე არ მოკლეს. ამის შემდეგ გვამი დაწვეს და მდინარეში გადააგდეს.
ვიდრე ფარხუნდას კლავდნენ, იქ შეკრებილები ამ სცემას მობილური ტელეფონებით იღებდნენ. მოგვიანებით ეს ვიდეო ინტერნეტში განათავსეს. ყურანის დაწვა მუსლიმანებს შორის ყოველთვის იწვევს საყოველთაო ვნებათაღელვას. მაგალითად, 2012 წელს აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მასობრივი არეულობა გამოიწვია, რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები