ავღანეთი აშშ-ს სამხედრო მისიის გაგრძელების ინიციატივით გამოდის
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ქვეყანაში აშშ-ს სამხედროების მისიის გაგრძელების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა. განის თქმით, ამერიკელი სამხედროების ყოფნა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ პოზიციას ავღანელი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ჯარი ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეიყვანეს. 2011 წლიდან კი ავღანეთიდან ნატოს კოალიციური ჯარების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყო.