თურქეთი საკუთარი ავიალაინერის გამოშვებას აპირებს
თურქეთი 2013 წლისთვის საკუთარი თვითმფრინავების, მათ შორის ავიალაინერების გამოშვებას გეგმავს.ამის შესახებ გამოცემა ATW-თან უნტერვიუში თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო მიმოსვლის და კომუნიკაციების მინისტრმა ლუტფი ელვანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სამგზავრო გადაზიდვების გაზრდის სტრატეგიული გეგმის შესაბამისობაში მოდის. ელვანი საჰაერო მიმოსვლის გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამჟამად ამ სფეროს თურქეთისთვის ყოველწლიურად 24 მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს და აქ 180 ათასი ადამიანი დასაქმებული.