ბრიტანეთში მეფე რიჩარდ მესამეს გადაასვენებენ
ბრიტანეთში ინგლისის მეფის რიჩარდ მესამის ნეშტს გადაასვენებენ. მისი ჩონჩხი 2012 წელს ქალაქ ლესტერის ერთ -ერთი ავტოსადგომის ქვეშ აღმოაჩინეს.
სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვის ღონისძიებები რამდენიმე დღეს გასტანს და ხუთშაბათს ლესტერის ტაძრის ტერიტორიაზე დასრულდება, სადაც რიჩარდ მესამის ნეშტს მიწას მიაბარებენ.
რიჩარდ მესამე ბოსუორტის ბრძოლაში, 1485 წელს დაიღუპა. ეს იყო ბოლო ბრძოლა ინგლისის ორ სამეფო დინასტიას – იორკს და ლანკასტერს შორის. მისი დაღუპვის შემდეგ სამეფო ტახტს ჰენრიხ მეშვიდე დაეუფლა.