უკრაინის შსს – ოდესაში აფეთქება ტერორისტული აქტია
ოდესის ერთ-ერთ სახლში ღამით მომხდარ აფეთქებას უკრაინელმა სამართალდამცველებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა ალევტინა კოროტკაიას ოფისთან იყო დამონტაჟებული. ეს პიროვნება ბოლო დროს აქტიურად ეხმარება უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც დონბასში საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე შენობებში შუშები ჩაიმსხვრა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ოდესაში ბოლო დროის განმავლობაში უკვე მესამე აფეთქება ხდება, ძირითადად, იმ ორგანიზაციების ოფისებთან, რომლებიც დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციას მხარს უჭერენ.