არგენტინაში გერმანელი ნაცისტების სამალავი აღმოაჩინეს
არგენტინის ჯუნგლებში, პარაგვაის საზღვრის სიახლოვეს, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამი შენობის ნანგრევებია აღმოჩენილი. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის არქეოლოგების აზრით, ეს გერმანელი ფაშისტების სამალავის ნაწილია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ამ ადგილას ნაპოვნია ხუთი გერმანული მონეტა, რომელიც 1938-1941 წლებით თარიღდება, ასევე ფაიფურის თეფშის ნატეხი წარწერით: „დამზადებულია გერმანიაში“.
თუმცა ნაცისტებს ამ სამალავების გამოყენება არ დაჭირდათ. ომში დამარცხების შემდეგ ათასობით გერმანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის ადამიანების მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული პირები, არგენტინაში ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობით ჩავიდნენ. მათ შორის იყო «მესამე რეიხის» ერთ-ერთი ლიდერი მარტინ ბორმანი, ასევე ჰოლოკოსტას მთავარი იდეოლოგი ადოლფ ეიჰმანი. ეიჰმანი 1960 წელს არგენტინიდან ებრაულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და ის ისრაელში სიკვდილით დასაჯეს.