რუსეთი აფხაზეთიდან და ყირიმიდან მსოფლიოს ბალისტიკური რაკეტებით ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ყირიმში რუსული ბალისტიკური რაკეტების განთავსებით, შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი ირღვევა და შავი ზღვის ქვეყნებს სერიოზული საფრთხე ემუქრება. „რუსული „ისკანდრების“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს. მას შეუძლია ყირიმიდან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიას, კერძოდ, ბულგარეთს და რუმინეთს მიაწვდეს“, – აცხადებს პოროშენკო. აღსანიშნავია, რომ ბირთვული მუხტების გადამტანი რაკეტები რუსეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათავსა. „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტის ფრენის მანძილი 120 კილომეტრია და მას თურქეთის ტერიტორიაზე დარტყმის გამხორციელება შეუძლია. მოსკოვის თქმით, კალინინგრადში, ყირიმში და აფხაზეთში ამ რაკეტების განლაგება არის პასუხი, ევროპაში, კერძოდ პოლონეთში და ჩეხეთში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები