პოლონეთში ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების წვრთნები მიმდინარეობს

ვარშავასთან 22 მარტს დაწყებული ამერიკულ-პოლონური სამხედრო წვრთნების ფარგლებში აშშ-მ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები  განათავსა. სამხედრო მანევრებში 100 სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. პოლონეთს ამ ეტაპზე საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არ გააჩნია. მომავალი კვირების განმავლობაში ის საზენიტო კომპლექსების კომპანიის ამორჩევას გეგმავს. ამერიკული Patriot-ის გარდა, ამ ტენდერში მონაწილეობენ ევროპული Thales და MBDA. ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი საშუალო და მაღალ სიმაღლეზე საჰაერო მიზნებისგან თავდასაცავად გამოიყენება. თვითმფრინავებისგან დაცვის გარდა, კომპლექსი ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები