უკრაინის დაზვერვის ყოფილი უფროსი: აშშ-ს 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ ვაფრთხილებდით

უკრაინის დაზვერვის ყოფილი უფროსის ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, მისმა უწყებამ იცოდა, 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია აშშ-ს ხელისუფლებას ტერორისტულ შეტევამდე 8 თვით ადრე მიაწოდეს. მალომუჟი ამბობს, რომ მითითებული იყო როგორც ვადები, ასევე ადგილი – ნიუ-იორკის მსოფლიო სავჭრო ცენტრის შენობები.
„სამწუხაროდ, აშშ-მა ამ ინფორმაციას სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა. მათ არ სჯეროდათ, რომ უკრაინას ტერორისტულ ორგანიზაციებში აგენტების ძალზე ღრმა ქსელი ჰქონდა“, – განაცხადა დაზვერვის ყოფილმა უფროსმა ტელეკომპანია „ინტერთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები