რუსეთში ვიქტორ იანუკოვიჩის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ

რუსი და უკრაინელი ჟურნალისტები ცდილობენ, გადაამოწმონ მედიაში გავრცელებული ცნობები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის შვილის – ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსის დაღუპვის შესახებ.
ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ექსპრეზიდენტის შვილი თითქოს 20 მარტს ბაიკალის ტბაზე ავტომანქანით მოძრაობდა და ყინულის ქვეშ ჩავარდა. ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსი ყინულზე ავტორბოლისთვის ემზადებოდა.
ბაიკალის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ მანქანა ყინულის ქვეშ 20 მარტს, მართლაც, ჩავარდა. ამასთანავე, 5 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო Volkswagen-ის მარკის მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა. მისი სახელია ვიქტორ დავიდოვი. როგორც ამბობენ, ასეთ გვარს იანუკოვიჩის ბებია ატარებდა, თუმცა რუსეთის სამაშველო სამსახურში ამ პიროვნების კავშირს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან უარყოფენ. ამასთანავე, უკრაინის რადას დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი, რომელიც იანუკოვიჩის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის ინფორმაციას ადასტურებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები