დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს უკრაინას ყირიმი დაუბრუნოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა მოუწოდა რუსეთს უკრაინას ყირიმი დაუბრუნოს. „ჩვენ ნათლად მოვუწოდებთ რუსეთს რომ უკრაინას ყირიმი დაუბრუნოს – 2014 წელს ყირიმის ანექსია განხორციელდა და ნახევარკუნძულის მიერთება იყო უკანონო და არალეგიტიმური“, – აცხადებს ჰამონდი.
მისივე თქმით, მსოფლიო არ აღიარებს თაღლითურ რეფერენდუმს, რომელიც პუტინისვე განცხადებით, ფარატინა ქაღალდი იყო სხვა ქვეყნის ტერიტორიის დასაპყრობად.
ბრიტანელი დიპლომატის თქმით, რუსეთის ეს ქმედება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამართალს და უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები