სერგეი ლავროვმა პუტინისგან ორდენი მიიღო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით „სამშობლოს წინაშე წვლილისთვის“ პირველი ხარისხის ორდენით დაჯილოვდა. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ლავროვი დაჯილდოვდა „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზების საკითხში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობისთვის“. გარდა ამისა, რუსეთის პატრიარქმა კირილმა სერგეი ლავროვი ერთ-ერთი უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი – სერგეი როდონეჟსკის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. შეგახსნებთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს 21 მარტს 65 წელი შეუსრულდა.