ნიგერიის ჩრდილოეთით 90-მდე გახრწნილი გვამი აღმოაჩინეს

ნიგერიის ჩრდილოეთით 90-მდე გახრწნილი გვამი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი “ბოკო-ჰარამის” ტერორისტული დაჯგუფების მიერ ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული მძევლები იყვნენ. გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, “ბოკო ჰარამის” ტერორისტულმა დაჯგუფებამ ნიგერიის ჩრდილოეთიდან 200-მდე სკოლის მოსწავლე გაიტაცა, ისინი დღემდე დაკარგულებად ითვლებიან. ვარაუდოებენ, რომ ნაპოვნ გვამებს შორის შესაძლოა სწორედ ეს მოზარდები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები