ბრონისლავ კომოროვსკი:რუსეთმა თავისი ქმედებებით მთელ კონტინენტზე ნდობა დაკარგა
პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, რუსეთმა მისი ქმედებებით ნდობა დაკარგა. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სტრატეგია უნდა იქნას შემუშავებული. “აუცილებელია ახალი აზროვნება, რუსეთთან ურთიერთქმედების გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური სტრატეგია. სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს დასავლეთს ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც ეხება ევროატლანტიკური თანამეგობრობის ძირითად ფასეულობებსა და ინტერესებს; სტრატეგია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ისეთი ძირითადი ინსტიტუტების ძალისხმევას, როგორებიც არიან ევროკავშირი და ნატო”, – განაცხადა კომოროვსკიმ.