“ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს
“ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, დღეს იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ასევე, პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში შესულ კანონპროექტებზე ინფორმაციას მიაწვდიან. კოალიციის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, განიხილავენ თუ არა პოლიტსაბჭოს წევრები არმაზ ახვლედიანის საკითხს. არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა.