ცნობილი რუსი მსახიობი, “12 სკამის” შემქმნელი არკადი არკანოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
დღეს ცნობილი რუსი მსახიობი მწერალი და დრამატურგი, “12 სკამის“ შემქმნელი არკადი არკანოვი გარდაიცვალა. 82 წლის მსახიობი 15 მარტს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გული აწუხებდა. გუშინ ღამე, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არკანოვი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი იყო.