რუსეთის ელჩი დანიაში კოპენჰაგენს ბირთვული იარაღით ემუქრება

 დანია შეიძლება გახდეს სამიზნე რუსეთის ბირთვული რაკეტებისთვის, თუ ევროპაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შეუერთდება. ამის შესახებ დანიაში რუსეთის ელჩმა მიხეილ ვანინმა დანიურ გაზეთ Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა. „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გაფრთხილებთ – თქვენ ფულსაც დაკარგავთ და უსაფრთხოებასაც“, – წერს ვანინი. რუსეთის ელჩის ამ განცხადებამ დანიის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები