რუსეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულებულია

 რუსეთში დასრულდა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. წვრთნები 16 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების საფუძველზე დაიწყო. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შაბათს შეიარაღებულმა ძალებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება მიიღეს. ამავე წყაროს მონაცემებით, წვრთნებმა „საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე აჩვენა“. სამხედრო მანევრებში 80 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 12 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები