ქერი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებაში „გარკვეულ პროგრესზე“ საუბრობს
ქერი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებაში „გარკვეულ პროგრესზე“ საუბრობს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში „შესამჩნევი პროგრესი“ იყო მიღწეული, თუმცა უთანხმოებების საბოლოო არსებობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ეს განცხადება ქერიმ ლოზანაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გააკეთა.
„სიტუაცია ძალზე ჩახლართულია, ხოლო ფსონი საკმაოდ მაღალი. თუმცა, ჩვენ არ გვაწყობს უბრალოდ შეთანხმება შეთანხმების გულისთვის“, – განაცხადა ქერიმ. მისივე თქმით, აუცილებელია ხელშეკრულება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის გარანტი გახდება.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება მომავალ კვირას გაგრძელდება.