რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას მინსკის შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

კიევი კიდევ ერთხელ არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომელიც ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას გულისხმობს. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტო „როიტერის“ მიერ გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს, რომ უკრიანის ჯარი იყენებს 122 მილიმეტრიან ჰაუბიცებს, რომელთა გაყვანაც შეთანხმების მიხედვით უნდა მომხდარიყო. „ეს კადრები სოფელ შიროკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გადაღებული, რომელიც ეუთოს დამკვირვებლების გაძლიერებული ყურადღების ქვეშ უნდა ყოფილიყო. ასე რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მძიმე ტექნიკა გაყვანილია, უბრალო ბლეფია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები