დაღესტნის დედაქალაქში 6 ბოევიკია ლიკვიდირებული

მახაჩყალაში, ლენინის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 6 ბოევიკია მოკლული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 დაღუპული ბოევიკის შესახებ. მოკლული ბოევიკები შედიოდნენ ე..წ. „მახაჩყალის ბანდიტურ დაჯგუფებაში“, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების წარმამადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმებთან და მეწარმეებისგან დიდი ოდენობით თანხების გამოძალვასთან კავშირშია. ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები