ესტონეთის პრემიერი – რიგის სამიტზე საქართველო და უკრაინა უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებენ
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების გაუქმებას არ აპირებს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი აცხადებს. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ვიზების გაუქმებას არა რიგის სამიტზე, არამედ უახლოეს მომავალში უნდა ელოდონ.
შეგახსენებთ, რომ რიგის სამიტი 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქში გაიმართება.