მახაჩყალაში ორი „ბოევიკია“ მოკლული (ვიდეო)
ორი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის ერთ-ერთ რაიონში. შეიარაღებული პირები თავს აფარებდნენ საცხოვრებელ სახლს. რუსეთის სამართალდამცველების ცნობით, მათ ჩაბარების მოთხოვნას სროლით უპასუხეს. ოპერაციის დროს დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი. “ბოევიკების” ნეიტრალიზების ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.