არხში ავტობუსის გადავარდნას 35 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, გიზას სიახლოვეს ავტობუსი არხში ჩავარდა. წინასწარი მონაცემებით, ავტოკატასტროფას 35 ადამიანი ემსხვერპლა. მედიკოსების ცნობით, ავტობუსში კერძო კომპანია Orascom Construction-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი ჩქაროსნული ავტობანიდან არხში გადავარდა.
დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მთლიანად ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები