რადა უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის შეიარაღების გაყვანას ითხოვს

  რადა უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის შეიარაღების გაყვანას ითხოვს. უკრაინის პარლამენტმა შესაბამისი განცხადება მიიღო, დოკუმენტს 331 დეპუტატიდან 239-მა დაუჭირა მხარი.
რადის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ყირიმში შექმნილი დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთის შეიარაღებული ძალები საკუთარი დისლოკაციის ადგილს სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდნენ.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის შესაბამის უწყებას ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები