ბიძინა გიორგობიანი აშშ-ის სატყეო სამსახურის ევროპისა და წინა აზიის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი აშშ-ის სატყეო სამსახურის ევროპისა და წინა აზიის პროგრამების ხელმძღვანელს ბელლა გორდონს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრის აღმასრულებელ დირექტორი სოფიო ახობაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელსაც კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრის აღმასრულებელ დირექტორი სოფიო ახობაძეც ესწრებოდა, აშშ-ის სატყეო სამსახურისა და USDA-ს ჩართულობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ეკოლოგიური მიმართულების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, კერძოდ, სარეკრეაციო ზონების იდენტიფიკაციისა და მართვის მენეჯმენტის შემუშავების კუთხით. ასევე იმსჯელეს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დენდროლოგიურ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და პარკში სასწავლო ცენტრის მოწყობის შესაძლებლობებზე. დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და პრიორიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები