რიჩარდ ნორლანდი: ზუგდიდის ინციდენტი გამოძიებული უნდა იქნას

საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებით, ზუგდიდის ინციდენტი უნდა გამოიძიონ. როგორც რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, ნებისმიერი ექსტრემალური მოქმედება და ძალადობის გამოხატულება ავნებს საქართველოს.
“მე უფრო ზოგადად ვსაუბრობდი. ჩემი განცხადება ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რომელიც შემოდიოდა და ხელთ მქონდა იმ პერიოდში. ზუგდიდის ინციდენტი უნდა გამოიძიონ. რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს კიდეც გამოძიება. ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც დამნაშავეა ძალადობაში, უნდა წარიმართოს გამოძიება და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. ამდენად, ჩემი კომენტარი ზოგადი ხასიათისაა და ვგულისხმობდი იმას, რომ ნებისმიერი ექსტრემისტული მოქმედება ავნებს საქართველოს”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები