სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ყოფილი სპეცრაზმელი შიმშილობს

ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” ხელმძღვანელის ზაზა ჭაიას განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახაბერ ნაკანმა. როგორც ჭაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კახაბერ ნაკანი როგორც საკუთარი, ისე სხვა პოლიციელების უკანონო პატიმრობას აპროტესტებს. ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება და დეტალებს არკვევს.
„სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახაბერ ნაკანმა, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო აუნაზღაურებელ ვალშია. მასთან ამ წუთებში ადვოკატი გახლავთ და ის გამოიტანს დეტალურ ინფორმაციას. კახა ნაკანი აპროტესტებს მის უკანონო პატიმრობას. აგრეთვე სპეცდანიშნულების რაზმის, სხვა 7 წევრის უკანონო პატიმრობას და იმ ზეწოლას, რასაც ისინი განიცდიან“, – განაცხადა ზაზა ჭაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები