გოგი თოფაძე: ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით

ფრაქცია “მრეწველების” ლიდერი, გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. ამასთან, თოფაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანება არ წაადგება.
“ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია. არ მინდა, ჩემი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, იმიტომ, რომ მესამე ბირთვული ომის კონტურები უკვე ცხადდება. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, არც ევრაზიული კავშირი. ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით. რუსი რომ აგრესორია და რუსეთმა რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ვიცით. რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები