საქართველოს პრეზიდენტმა დღეს უვადო პატიმარი შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს უვადო მსჯავრდებული შეიწყალა. გადაწყვეტილება მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის 25-27 თებერვლის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.
“უვადო პატიმრის შეწყალების თაობაზე კომისიამ დადებითი რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დღეს მან ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, უვადო მსჯავრდებული შეიწყალა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა”, – განაცხადა ქორიძემ.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულს, გაზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
“მსჯავრდებულმა მოიხადა 15 წელზე მეტი სასჯელი. პრეზიდენტმა მას დაუდგინა ვადა და ჯამურად მას ექნება მოსახდელი არაუმეტეს 25 წლისა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები