დავით მაღრაძე 21 მარტს “ცოცხების გამოფენის” იდეით გამოდის

პოეტი დავით მაღრაძე 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და კონკრეტულ იდეას აჟღერებს.
„შემომაქვს იდეა – შედგეს სახალხო პერფორმანსი და მათ პატივსაცემად დედაქალაქის აივნებიდან ცოცხები გადმოვფინოთ, რათა არ დაივიწყონ, ვისი გორისანი არიან!” – აცხადებს მაღრაძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს „სამწუხარო ისტორიაა”, რომელიც შემთხვევითობამ ხელისუფლების სათავეში მოახვედრა. როგორც მაღრაძემ განმარტა, ქართველმა ხალხმა უკვე გამოხატა საკუთარი პოზიცია და უარი უთხრა ყოფილი ხელისუფლების რეჟიმს.
„როგორ შეიძლება „ნაციონალებმა” მთავრობის გადადგომა 21 მარტს იმ საკრალურ ადგილას, რუსთაველის გამზირზე მოითხოვონ, სადაც ხალხი დახოცეს?! როგორ ბედავენ კვინტრაძის დაღვრილ სისხლზე საპროტესტო აქციის გამართვას?! ვინ მისცა მათ ამის უფლება? ეს იგივეა სერგო ორჯონიკიძე ტაბახმელასა და კოჯორში ასულიყო და იუნკერების დახოცვის ადგილას მიტინგი გაემართა! რუსთაველის გამზირი ამ ნაძირალებს არ მიიღებს!”- განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები