ოკუპანტები კირბალიდან გატაცებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა გოროს მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მცხოვრები ალექსი შიუკაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს მამაკაცი შვილთან ერთად იმყოფებოდა. 7 შეიარაღებული სამხედრო მას თავს დაესხა და შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა. რუსი სამხედროების მიერ მძევლად აყვანილი ქართველის მეუღლე ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვს.
როგორც აღმოჩნდა, ეს შიუკაშვილის დაკავების პირველი შემთხვევა არ იყო.
“ტყეში შვილთან ერთად იყო ასული. ღამის 12 საათზე დაიჭირეს და სცემეს. წიხლებსა და მუშტებს ურტყამდნენ თურმე ისევ ისინი, ვინც უწინ დაიჭირა. მაგრამ ორს სხვებიც მიემატნენ. სულ შვიდნი იყვნენო. გზაზე მოდიოდა, უკვე ჩვენს გზაზე იყო, მაგრამ ალყაში მოაქციეს და ეგრე წაიყვანეს. ამათი შიშით ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. ვერც ბაღში გავდივართ და ვერ მთაში მივდივართ. ყველაფერი დაისაკუთრეს “.
აღსანიშნავია, რომ გორის რაიონის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, სამხარეო პოლიცია საქმის კურსშია და ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს იღონებს, რომ მძევლად აყვანილი მამაკაცის უკან დაბრუნება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები